პარიზში "ყვითელი ჟილეტების" დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. სამართალდამცავებმა მანისფესტანტების შეკავების მიზნით მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. "ყვითელი ჟილეტების" საპროტესტო გამოსვლები საფრანგეთში მეხუთე კვირაა ყოველ შაბათს მიმდინარეობს. კონტროლისა და პრევენციის ზომებია მიღებული სარკინიგზო სადგურებში. დედაქალაქში მობილიზებულია 8 000 პოლიციელი და 14 ერთეული ჯავშანტექნიკა. დაკეტილია ქალაქის ღირსშესანიშნაობების ნაწილი და ბლოკირებულია ელისეს სასახლესთან მისასვლელი გზები. მოძრაობა "ყვითელი ჟილეტების" ორგანიზებული საპროტესტო გამოსვლები 17 ნოემბრიდან მიმდინარეობს. შედეგად, ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებით 2019 წლიდან საწვავი აღარ გაძვირდება, მინიმალური ანაზღაურება კი 100 ევროთი გაიზრდება. მიუხედავად ამისა, ქვეყნის მასშტაბით დემონსტრაციები არ წყდება.