20:26
28 ნოემბერი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
პარიზში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით 7 ადამიანი დააკავეს
26-09-2020

პარიზში, ჟურნალ „შარლი ებდოს“ ყოფილ ოფისთან მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა 7 ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევის ადგილთან 18 წლის პაკისტანელი მამაკაცი დააკავეს, გარდა ამისა, ამავე ინციდენტთან დაკავშირებით, წინასწარი დაკავების იზოლატორში კიდევ 6 პირია მოთავსებული. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანინმა განაცხადა, რომ თავდასხმა „აშკარა ისლამური ტერორიზმის აქტია.“ შემთხვევის ადგილზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჟან კასტექსიც მივიდა. გუშინ, ჟურნალ „შარლი ებდოს“ ყოფილ ოფისთან, დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა ორი ადამიანი დაჭრა. აღსანიშნავია, რომ პარიზში 15 ადამიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომლებიც 2015 წელს ჟურნალ „შარლი ებდოს“ ოფისზე თავდასხმაში მონაწილე ორი ჯიჰადისტისთვის დახმარების აღმოჩენაში არიან ეჭვმიტანილები. „შარლი ებდოზე“ განხორციელებულ თავდასხმას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

AutoPlay
აზერბაიჯანში კორონავირუსის 4 212 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 32 ადამიანი გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა - ფუზულის რაიონში ნაღმზე აფეთქების შედეგად 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ინგლისის 2.7 მილიონი მოქალაქე D ვიტამინ-ს უფასოდ მიიღებს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
სომხეთში კორონავირუსის 1 248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 31 ადამიანი გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გია ვოლსკის შეფასებით, 20 ივნისის მოვლენები კარასინთან გასარჩევი თემა არ არის, ოპოზიციის განცხადებები კი სპეკულაციაა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
პარლამენტთან აქციის დროს დაკავებული ორი პირი სამართალდამცველებმა გაათავისუფლეს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები