შინაგან საქმეთა სამინისტრომ კრიმინალური დაჯგუფების წევრი საქართველოს მოქალაქეები პარიზში დააკავა, - ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ დავით ლაცაბიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში საქართველოს პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად გახსნილი ბოლო დროს მომხდარი საქმეების შესახებ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ჯგუფის წევრებს კავშირი ჰქონდათ 2017 წლის ნოემბერში პარიზში დაკავებულ ქართველ ე.წ. "კანონიერ ქურდებთან".