საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში შენობაში გაჩენილ ხანძარს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. ბიბისის ცნობით, ხანძარი პარიზის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში გაჩნდა. დაშავებულია დაახლოებით 30 ადამიანი, მათ შორის სამი მეხანძრეც. ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. როგორც სამაშველო სამსახურში აცხადებენ, მსხვერპლთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, ვინაიდან ცეცხლი ჯერ ბოლომდე ლოკალიზებული არ არის. ცეცხლი რვასართულიანი შენობის მე-7 და მე-8 სართულებს შორის გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. ადგილზე დაახლოებით 200 მეხანძრე მუშაობს. ხანძრის გამო მიმდებარე ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.