პარიზში ხვალიდან ეიფელის კოშკის დახურვას აპირებენ, ვინაიდან მთავრობა "ყვითელი ჟილეტის" მოძრაობის მიერ გამართულ აქციებზე არეულობას ელოდება. საფრანგეთის მასშტაბით 80 000 პოლიციელი იმორიგევებს, რათა ვითარების კონტროლი მოხერხდეს. პარიზში მობილიზებული იქნება ჯავშანტექნიკაც. ამის შესახებ საფრანგეთის პრემერ მინისტრმა ედუარ პილიპმა განაცხადა. ამას გარდა, სამართალდამცავი ორგანოები მოუწოდებენ ელისეის მინდვრებზე მდებარე მაღაზიებისა და რესტორნების მეპატრონეებს, დახურონ დროებით თავიანთი ობიექტები. ხვალ დაიხურება რამდენიმე მუზეუმიც. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ საწვავის ფასების ზრდის წინააღმდეგ დაწყებული პროტესტი არეულობაში გადაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 2019 წელს აღარ გაზარდოს საწვავის გადასახადი, პროტესტი მაინც არ წყდება. მთავრობა ამ უქმეებზე აქტივისტების მხრიდან პროვოკაციებს ელოდება.