პარიზის ცენტრში ტურისტული ავტობუსების მოძრაობა აიკრძალება, - ამის შესახებ მერის პირველმა მოადგილემ ემანუელ გრეგუარმა განაცხადა. მისი თქმით, ტურიზმი პარიზელებს დისკომფორტს უქმნის.
"აღარ გვსურს, რომ პარიზში ტურისტული ავტობუსების სრული ანარქია გაგრძელდეს. სატრანსპორტო მომსახურების ავტოსადგომებს შევქმნით, რათა ავტობუსები პარიზში აღარ შემოდიოდნენ", - განაცხადა გრეგუარმა.
პარიზის მერის მოადგილემ ასევე გააკრიტიკა ტურისტული გიდები და მათ პროფესიული უნარების განვითარებისკენ მოუწოდა. გრეგუარის განცხადებით, კარგი იქნება, თუ ტურისტები ქალაქში აუდიოგიდით ისარგებლებენ ან ველოსიპედებით გადაადგილდებიან.