პარიზში "ყვითელი ჟილეტების" მოძრაობის აქტივისტებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. შეტაკებები პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მაშინ მოხდა, როდესაც სამართლდამცავებმა მათ გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცეს. პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მედიის ინფორმაციით, დაკავებულია 24 დემონსტრანტი.
შეგახსენებთ, რომ პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში "ყვითელი ჟილეტების" მოძრაობის საპროტესტო აქციები 1 წლის წინ დაიწყო. თავდაპირველად დემონსტრანტები საწვავზე ფასის ზრდას აპროტესტებდნენ, მოგვიანებით კი მათი ლოზუნგები საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისა და მთავრობის გადგომის მოთხოვნით შეიცვალა.