პარიზის ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობა ეიფელის კოშკი 130 წლისაა. ეს გიგანტური ნაგებობა გუსტავ ეიფელმა 1887 წელს ააშენა. კოშკის სიმაღლე 300 მეტრია, რაც დაახლოებით 75 სართულს უდრის. მის თავზე 24 მეტრის სიმაღლის ანტენაა, რაც სტრუქტურის საერთო სიმაღლეს 324 მ ნიშნულზე სწევს. აშენების დროს, ეიფელის კოშკი ყველაზე მაღალი სტრუქტურა იყო მსოფლიოში. თავდაპირველად ის საგამოფენო სივრცისთვის ააშენეს, სადაც გუსტავ ეიფელი მესამე სართულს როგორც საოფისედ, ასევე მისი ოჯახისთვის, აპარტამენტად იყენებდა.