პარიზში პრესტიჟული მასტერსი გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ პირველი სეტი ნოვაკ ჯოკოვიჩმა კაილ ედმუნდს ტაი ბრეიკზე მოუგო, მეორეში 6-1 გაანადგურა და საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ მატჩი ადვილად მოიგო. დაპირისპირება სულ საათსა და 23 წუთს გაგრძელდა, მომდევნო ტურში კი მსოფლიოს პირველი ჩოგანი სტეფანოს ციციპასს დაუპირისპირდება.
კარგი მატჩი ჩაატარა სტანისლას ვავრინკამ, მაგრამ მიუხედავად ამისა რაფაელ ნადალის ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. ესპანელმა ჩოგბურთელმა თავისი ვიზავი 2 სეტში 6-4 6-4 დაამარცხა, რისთვისაც სათ ნახევარი დასჭირდა. მეოთხედფინალში ესპანელის მეტოქე ჟო ვილფრიდ ცონგა იქნება, რომელსაც აქამდე 14-ჯერ დაუპირისპირდა და 10-ჯერ მოუგო.
მძიმე მატჩი შედგა ორ ნიჭიერ, ახალგაზრდა ჩოგბურთელს შორის. ალექსანდრ ზვერევისა და დენის შაპოვალოვის დუელი 2 საათსა და 11 წუთზე გააგრძელდა, გამარჯვებული კი კანადელი შაპოვალოვი გამოდგა, რომელმაც მეტოქეს 6-2 5-7 6-2 სძლია და მეოთხედფინალში გვიდა, სადაც გაელ მონფილსს დაუპირისპირდება.