პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სახურავზე მცხოვრები ფუტკრები ხანძარს გადაურჩნენ. სკები, რომლებშიც 200 ათასამდე ფუტკარი ცხოვრობს, ტაძრის სამხრეთ ნაწილშია განთავსებული. სამი სკა ტაძარში 2013 წელს დადგეს პარიზში ფუტკრების პოპულაციის გაზრდის ინიციატივის ფარგლებში.
როგორც პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მეფუტკრემ, ნიკოლა ჟეანმა განაცხადა, ცეცხლი ტაძრის პატარა ბინადრებს არ შეხებია. მისი განმარტებით, მართალია ჰაერის მაღალი ტემპერატურა მათთვის რისკს წარმოადგენდა, თუმცა კვამლმა ისინი დაათრო.