პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რელიკვიები, მათ შორის იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი ხანძრის შედეგად არ დაზიანებულა. როგორც ნოტრ-დამის პრესმდივანმა ანდრე ფინომ განაცხადა, რელიკვიები საეკლესიო საცავებში ინახება და მათ არაფერი ემუქრებათ.
"რელიკვიები საეკლესიო საცავში ინახება და იქ ცეცხლის გავრცელების რისკი არ არის", - განაცხადა ანდრე ფინომ.
ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ფრანგული მედია პარიზის სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.