18:33
25 სექტემბერი, 2021, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენას ხუთ წელზე მეტი დასჭირდება
28-10-2019

პა­რი­ზის ღვთის­მშობ­ლის ტაძ­რის აღ­დგე­ნას ხუთ წელ­ზე მეტი დას­ჭირ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ საფ­რან­გე­თის კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, იგი ვერ და­დებს პი­რო­ბას, რომ ტა­ძარს 5 წლამ­დე ვა­და­ში აღად­გე­ნენ, რო­გორც ეს პრე­ზი­დენტ ემა­ნუ­ელ მაკ­რონს სურ­და.

ამას­თან, რო­გორც კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა ფრანკ რის­ტერ­მა აღ­ნიშ­ნა, უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ რე­კონ­სტრუქ­ცია ჩა­ტარ­დეს ხა­რის­ხი­ა­ნად, ვიდ­რე სწრა­ფად. ერთ-ერთი მი­ზე­ზი იმი­სა, თუ რა­ტო­მაა შე­უძ­ლე­ბე­ლი სწრა­ფად მუ­შა­ო­ბა, კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის თქმით, არის მუ­შე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა. თა­ვის მხრივ, ტაძ­რის რე­კონ­სტრუქ­ცი­ის მთა­ვა­რი არ­ქი­ტექ­ტო­რი ამ­ბობს, რომ თუ მუ­შა­ო­ბა იმ ტემპში გაგ­რძელ­და, რო­გორც ამ დრომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მა­შინ მისი დას­რუ­ლე­ბა ხუთ წე­ლი­წად­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია. ამ დრომ­დე სარ­ე­კონ­სტრუქ­ციო სა­მუ­შა­ოე­ბის­თვის 37 მი­ლი­ო­ნი ევრო და­ი­ხარ­ჯა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები