06:12
2 ივნისი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი ლიკვიდირებულია
16-04-2019

პარიზში ღვთისმშობლის ტაძართან ამ დრომდე რჩებიან მეხანძრეები და საგანგებო სიტუაციის სამსხურის სხვა წარმომადგენლები. ისინი ცეცხლის ბოლომდე ლიკვიდაციას და შენობის არქიტექტურის გადარჩენას ცდილობენ. 850 წლის გოთიკურ ტაძარში ხანძარმა სახურავი დააზიანა, თუმცა, მთავარი სტრუქტურა, მათ შორის ორი სამრეკლო გადარჩა.

პარიზის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობაში ხანძარი გუშინ საღამოს გაჩნდა, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. გავრცელებული ცნობით, იგი შესაძლოა უკავშირდებოდეს სარესტავრაციო სამუშაოებს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მომხდარს საშინელი ტრაგედია უწოდა. მისივე თქმით, "უფრო ცუდის აცილება მოხერხდა", მაკრონი პირობას დებს რომ დაიწყებს საერთაშორისო კამპანიას საჭირო თანხების შესაგროვებლად, რათა ტაძრის ხელახლა აშენება მოხდეს.

ნოტრ დამში გაჩენილ ხანძარს მალევე გამოეხმაურნენ მსოფლიო ლიდერები. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს საფრანგეთის კულტურის სიმბოლო უწოდა. დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ კი აღნიშნა, რომ მისი ფიქრები ახლა ფრანგ ხალხთანაა.

AutoPlay
თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე აფეთქება მოხდა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
"ნაციონალური მოძრაობა" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი ვაშაძის კანდიდატურას არ განიხილავს
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
დიმიტრი პესკოვი - ჩვენ არასდროს ჩავრეულვართ აშშ-ის შიდა საქმეებში და არც ახლა ვაპირებთ
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
აიოვას შტატში პოლიციასთან შეტაკებების დროს ორი პირი დაიღუპა, დაშავებულია პოლიციელიც
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
სამთვიანი პაუზის შემდეგ რომის კოლიზეუმი ვიზიტორებისთვის გაიხსნა
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარებისა და უსაფრთხოების სხვა წესების დარღვევებზე შესაძლოა ჯარიმები დაწესდეს
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები