საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარს "ტვიტერზე" ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო ფრანგი ხალხის გვერდითაა.
ასევე "ტვიტერზე" განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც გაავრცელა. "შოკირებული და დამწუხრებული ვარ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის მასშტაბით. ამ მძიმე წუთებში პარიზისა და საფრანგეთის გვერდით ვართ", – წერს ბახტაძე.