პარიზი-2024-ის საორგანიზაციო კომიტეტი "თამაშების გულშემატკივართა კლუბის" საქმიანობის დაწყებას იუწყება. ამ ინიციატივით თითოეული ფრანგი მოქალაქე კლუბში მოხალისედ ჩაწერა ფოტოგრაფის რანგში გაწევრიანებას შეძლებს. ასევე თითოეულს პარიზის ოლიმპიური თამაშების მეჩირაღდნის უფლებისთვის ბრძოლა შეეძლება. ასევე მთავარი ამოცანა იმ მეხანძრეებისთვიოს სახსრების შეგროვება იქნება, რომლებიც ნოტრდამის ხანძრის ჩასაქრობად მუშაობდნენ. საქველმოქმედო გარბენი 23 ივნისს, საერთაშორისო ოლიმპიურ დღეს შედგება. შეგახსენებთ, რომ საერთასორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ხანძრით დაზარალებული ნოტრ-დამის აღსადგენი სამუშაოებისთვის 500 ათასი ევროს გამოყოფა გადაწყვიტა.