22:19
23 სექტემბერი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
პარიზი კორონავირუსით დაინფიცირების მაღალი რისკის გამო კვლავ „წითელ ზონად“ გამოცხადდა
14-08-2020

საფრანგეთის მთავრობამ დედაქალაქი პარიზი და მარსელის გარშემო ბუშ-დიუ-რონის ტერიტორია კვლავ „წითელ ზონად“ გამოაცხადა, სადაც კორონავირუსით დაინფიცირების მაღალი რისკი არსებობს,- ამ ინფორმაციას „როიტერსი“ საფრანგეთის მთავრობის განკარგულებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ხელისუფლებას ადამიანებისა და ტრანსპორტის მოძრაობის, საზოგადოებრივი და საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვისა და იმ დაწესებულებების დახურვის უფლებას აძლევს, სადაც კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკი არსებობს. აღნიშნული შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება ქვეყანაში ბოლო 2 კვირის მანძილზე „კოვიდ 19“-ით ინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდის გამო მიიღეს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები