საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი საბჭოს სხდომამ პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე სერფერთა ასპარეზობის ჩატარების ადგილად ტაიტი განსაზღვრა.
სერფინგი 2024 წლის ოლიმპიური თამაშების წინასწარ პროგრამაში 2019 წლის ივნისში ჩართეს. სერფერებს საასპარეზოდ თამაშების პირველი კვირა ექნებათ, შემდგომ კი მათ პარიზში ოლიმპიურ სოფელში ცხოვრების და ასევე ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიალში მონაწილეობის საშუალება მიეცემათ.
სერფინგთან ერთად, 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ოფიციალურ პროგრამაში მოხვედრის შესაძლებლობა აქვს ბრეიკდანსს, მეკლდეურობას და სკეიტბორდინგს.