იაპონიის ქალაქ კიოტოში 13-16 დეკემბერს ეტლით მოსარგებლეთა შორის ხმლით ფარიკაობის მსოფლიო თასი გაიმართა, სადაც ქართველმა ირმა ხეცურიანმა ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში მან უკრაინელი პოლენა ფედოტა ანგარიშით 15:4 დაამარცხა, მანამდე კი უნგრელ მეზოს და ფრანგ სოფი შაბლონს მოუგო. ეს ქართველი მოფარიკავის კარიერაში მე-13 ოქროს მედალია.