საქართველოს პარამკლავჭიდის მთავარი მწვრთნელის ვასილ დაუთაშვილის განცხადებით, მკლავჭიდის ფედერაციაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო გამოსვლები დროებით შეჩერდება.
როგორც ვასილ დაუთაშვილი აცხადებს, არის მცდელობა საპროტესტო გამოსვლები პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანონ, რასაც სპორტსმენები ეწინააღმდეგებიან.