გერმანულმა გაზეთმა ზუდაიჩე ცაიტუნგმა, რომელმაც თავის დროზე პანამის დოკუმენტები გაასაჯაროვა, ამჯერად 13 მილიონი 400 ათასი დოკუმენტი მოიპოვა. ინფორმაცია გაზეთმა გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმს გაუზიარა. ფაილების უმრავლესობა, რომელიც ამჯერად პარადაიზ ფეიფერსის სახელით გავრცელდა, უკავშირდება იურიდიულ ფირმას და კორპორატიული სერვისის პროვაიდერს, რომლებიც ეფლბაის სახელით ოპერირებდნენ.
როგორ დოკუმენტებიდან ირკვევა, აშშ-ის ვაჭრობის მინისტრ უილბუს როსს, სავარაუდოდ, რუსულ ნავთობქიმიურ ჰოლდინგ „სიბურთან“ საქმიანი ურთიერთობები აქვს. გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის ინფორმაციით, ოფშორული საწარმოების გზით როსი სანაოსნო ფირმა ნავიგატორ ჰოლდინგში ფლობს წილს. ეს კომპანია კი ჰოლდინგ „სიბურთან“ კონტრაქტების შედეგად „მილიონობით დოლარს შოულობს.