რომის პაპმა ფრანცისკემ ერაყში ვიზიტი დაასრულა.
Reuters-ის ინფორმაციით, ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში პაპმა ოთხი ქალაქი მოინახულა, მათ შორის მოსული, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ყოფილი დასაყრდენი, სადაც უზარმაზარი ტერიტორიები კვლავ ნანგრევებადაა ქცეული. პაპმა ფრანცისკემ ვიზიტის დროს ერაყელებს განუცხადა, რომ "მშვიდობა უფრო ძლიერია, ვიდრე ომი" და რომ ერაყი მუდამ მის გულში დარჩება.
აღსანიშნავია, რომ რომის პაპმა ერაყელი შიიტების უმაღლეს სასულიერო პირთან, აიათოლა ალი ალ სისტანთან პირველი შეხვედრა გამართა. ერაყელები რომის პაპის ვიზიტს მიესალმნენ და განაცხადეს, რომ ეს იყო შანსი, მსოფლიოს მათი მუდმივად კრიზისში მყოფი ქვეყნისთვის ახლებურად შეეხედა.