1960 წელს ლონდონში ერთ-ერთი პანსიონატის სარდაფის დანგრევისას აღმოაჩინეს პატარა ხის ყუთები, რომელშიც მითიური არსებების სხეულები იყო მოთავსებული.... ეს ყუთები ცნობილ კრიპტო-ნატურალისტს და ზოოლოგს თომას თეოდორ მერლინს ეკუთვნოდა.
თომასი დაინტერესებული იყო უცანური არსებებით და აგროვებდა მათ. ის მოგზაურობდა სხვადასხვა ქვეყანაში. თომასს აკულტურ პრაქტიკაში დასდეს ბრალი. ეს ეჭვები კი ნამდვილად გამართლდა, როდესაც 1942 წელს, გამოჩნდა 40 წლის ახალგაზრდა, რომელმაც თომას მერლინად წარადგინა თავი და ყველას აჩვენა დამადასტურებელი მოწმობა, რომ ის ამ სახლის ნამდვილი მფლობელი იყო, მაშინ როდესაც მერლინი 160 წელზე მეტის უნდა ყოფილიყო. ახალგაზრდა მამაკაცმა განაცხადა, რომ ეს სახლი უნდა გადასულიყო ბავშვთა სახლის მფლობელობაში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სარდაფს არასდროს გააღებდნენ. ამის შემდეგ კი ახალგაზრდა მამაკაცი უკვალოდ გაქრა.