„პანორამა თბილისის“ მშენებლობის ადგილზე რამდენიმე საათის წინ სამი მუშა დაშავდა. მშენებლობის ტერიტორიაზე შრომის ინსპექციის თანამშრომლებს არ უშვებდნენ, რის გამოც შეკრებულ მოქალაქეებსა და მშენებლობის დაცვის წევრებს შორის სიტყვიერი და მცირე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსებიც მივიდნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ ობიექტზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აშენებს, შრომის უსაფრთხოების სტანდარტები დაცული არ ყოფილა.