ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებულ ზურაბ იდოიძისთვის, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.როგორც ,ადვოკატმა დავით მოდებაძემ განაცხადა, დაცვის მხარე იშუამდგომლებს, რომ ზურაბ იდოიძის მიმართ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების არც ერთი ფორმა არ გამოიყენოს და გაათავისუფლოს.გამოძიებით დადგინდა,რომ დაკავებული ზურაბ იდოიძე, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. გამოძიება მიმდინარეობს ,შესაბამისი მუხლის თანახმად,რაც 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.