პანკისში მომხდარი დაპირისპირებიდან მე-4 დღეს ტერიტორიას დაცვის პოლიცია იცავს. სოფელ ბირკიანში, სადაც 21 აპრილს მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება იყო საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა. ჰესი "ხადორი 3" მშენებლობის მიმდებარედ, კი საპოლიციო კონტროლი გრძელდება და დაცვის პოლიციის 50 მდე თანამშრომელი ორ ჯგუფად არის განლაგებული. ადგილზე კვლავ დგას ინციდენტის დროს დამწვარი სამშენებლო ტექნიკა.
ადგილობრივები 14:00 საათზე შეკრებას და მომხდარზე მსჯელობას გეგმავენ. ისინი ასევე ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად და წინააღმდეგობის მიზეზებზე სასაუბროდ მზად ყოფნას გამოთქვამენ.