21:17
26 მაისი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
პანკისში ახალი ჰესის მშენებლობა იწყება
15-10-2019

პანკისში ახალი ჰესის მშენებლობა იწყება. 27 მეგავატიანი ჰესის - "სამყურისწყალი 2"-ის მშენებლობა ნოემბრიდან დაიწყება და მას კომპანია "ფერი" განახორციელებს.

როგორც ფერის გენერალურმა დირექტორმა ლაშა იორდანიშვილმა "პალიტრანიუსს" განუცხადა, 27 მეგავატიანი ჰესი სოფლიდან 15 კილომეტრის მოშორებით იქნება.

კითხვაზე, რამდენად ელოდებიან ადგილობრივების პროტესტს 27 მეგავატიანი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებითაც, ისევე როგორც ეს კიდევ ერთი ჰესის - "ხადორი - 3"-ის მშენებლობის დაწყებისას მოხდა. იორდანიშვილის თქმით, "კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან კვლავ მოსალოდნელია დესტრუქციული ქმედებები", თუმცა აღნიშნული ჰესი სოფლიდან 15 კილომეტრითაა დაშორებული და ადგილობრივებთან არანაირი შემხებლობა არ ექნება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 21 აპრილს პანკისის ხეობაში, 5 მეგავატიანი ჰესის "ხადორი - 3"-ის სამშენებლო სამუშაოების განახლებას ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა, რაც სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

AutoPlay
მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
მომავალი თვიდან გერმანია 31 ქვეყანასთან საზღვრის გახსნას აპირებს
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
ეკონომიკის მინისტრი ისტორიული ბორჯომი ჰესის სარებილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
კლუბების და ბარების წარმომადგენლები სახელმწიფოს დახმარებისთვის ერთობლივი განცხადებით მიმართავენ
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
საქართველოში ტანსაცმლის ზოგიერთ მაღაზიაში გასახდელი ოთახები გაუქმდება
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები