ტერორიზმის მხარდაჭერის ბრალდებით პანკისის ხეობაში დაკავებული პირების ადვოკატებს გაუთქმელობის პირობა ჩამოართვეს. გაუთქმელობაზე ხელი ადვოკატებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოაწერინეს. "მოვაწერე გაუთქმელობაზე ხელი, რომ საქმის მასალებში არსებულ მტკიცებულებებს, მასალებს და ინფორმაციებს არ გადავცემ მესამე პირებს და არ გავაჟღერებ საჯაროდ. ასევე შევთანხმდით საგამოძიებო ვადის გაგრძელებაზე", - განაცხადა ადვოკამტა მარიამ კუბლაშვილმა. როგორც ცნობილია, სუს-მა 2017 წლის 26 დეკემბერს 5 პირი დააკავა, აქედან 4 პანკისში, ერთი კი - თბილისში.