პანკისის ხეობის მცხოვრებლები დღეს განვითარებული მოვლენებისას დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებების შედეგად, პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა.ცოტა ხნის წინ პანკისის მცხოვრებლების ნაწილი, ადგილზე მყოფ სამთავრობო მანქანებს წინ გადაუდგა. როგორც მათ განაცხადეს, სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს ტერიტორიის დატოვების საშუალებას არ მისცემენ იქამდე, ვიდრე დაკავებულებს არ გაათავისუფლებენ. აღნიშნულს მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.საბოლოოდ, მთავრობის წარმომადგენლებმა ტერიტორია დატოვეს.