საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პანკისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. ბახტაძის შეფასებით, ეს პროცესები არის სრულია მიუღებელი. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, სამართლდამცველებზე აგრესია სრულიად მიუღებელია და კანონის პასუხი იქნება ადეკვატური. მანვე ყველა სამართალდამცველს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მათ მოახდინეს დემონსტრირება თავშეკავების, რომელიც პროფესიონალიზმის ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორია. პრემიერი სრულიად უსაფუძვლოს და იაფფასიან პოპულიზმს უწოდებს განცხადებებს, რომ საქართველოს არ სჭირდება ენერგეტიკის განვითარება.