პანკისის ხეობასთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა გლობალურ პრობლემას, რაც ივანიშვილს გუნდს ახასიათებს - ჯერ მოქმედება და შემდეგ ფიქრი, თუმცა არც ფიქრში არიან წარმატებული, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა.“შს მინისტრმა თქვა, რომ არ აშენდება ჰესი, ვიდრე არ იქნება მოსახლეობის 90%-ის თანხმობა. თუ ეს ასე იყო, რატომ მანამდე არ უთხრეს მოქალაქეებს?! აღშფოთებული მოქალაქეებისგან პოლიციის მანქანებს ქვები უნდა მოხვდეს, ცეცხლი უნდა წაუკიდონ და აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ “ევროპული საქართველოს პოზიციაა, რომ დაუშვებელია პოლიციაზე ნებისმიერი ფორმით ძალადობა და თავდასხმა, მაგრამ მაინც და მაინც ეს უნდა მოხდეს, რომ შემდეგ დაუთმონ?! თუ დამთმობები იყვნენ, იქამდე დაეთმოთ! ქვეყნის ჩავარდნა არის დემონსტრირება უძალობის და უსამართლობის - თან მტყუანი ხარ, თან უძალო და უძლური“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.მან ისიც აღნიშნა, რომ როცა “ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ოპოზიციაში იყვნენ, ამბობდენ, რომ ჰესები ბოროტება იყო და “ინვესტიციად ჩადებული პოპულიზმი ხელისუფლებაში წინ დახვდათ“.“ეს რა გზავნილია მოქალაქეებისდამი ანუ თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, ვინც უფრო დიდ წინააღმდეგობას გაწევს, იმას დაუთმობენ?! ეს ხომ დამანგრეველი გზავნილია!“, - დასძინა გიგა ბოკერიამ.