კომპანია Pandora გლობალური რებრენდინგის განხორციელებისთვის ემზადება, რომლის ფარგლებშიც ბრენდის ლოგოს და შესაბამისად, 2 ათას 700 მაღაზიის განახლება მოხდება.
Pandora იუწყება, რომ კომპანია ცნობილ სახეებთან აქტიური თანამშრომლობის დაწყებას გეგმავს. ბრენდის ელჩად სახელდება სერიალ Stranger Things-ის მსახიობი მილი ბობი ბრაუნი, რომელთანაც კამპანია ოქტომბრიდან დაიწყება.
კომპანია კოლექციების თემატურად განახლებასაც აპირებს. მაგალითად, გაყიდვაში ჩაეშვება მულტფილმ „ცივი გულის“ მოტივებზე შექმნილი ახალი ხაზი, ასევე „ჰარი პოტერის“ ხაზი და სხვა.
კომპანიის რებრენდინგი სუსტი ფინანსური მაჩვენებლების ფონზე ხორციელდება, რომელიც 2016 წლიდან მოყოლებული მცირდება.