პანდემიის გამო, საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა სატელევიზიო ფორმატში გაიმართება - Palitra News

პანდემიის გამო, საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა სატელევიზიო ფორმატში გაიმართება

2020-05-11 14:58:14+04:00
პარტია „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პანდემიის გამო, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა სატელევიზიო ფორმატში გაიმართება. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შედგება ორი შეხვედრა, სადაც საზოგადოებისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსის თაობაზე განმარტებები გაკეთდება და ასევე, იქნება კითხვა-პასუხის საშუალებაც. მისივე განმარტებით, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები უკვე მზად არის და ცვლილებათა პაკეტს ივნისის ბოლოს ან ივლისის პირველ ნახევარში, დაჩქარებული წესით მიიღებენ.