პანდემიის გამო ავიაკომპანია Emirates სამსახურიდან 9 000-ზე მეტ თანამშრომელს გაათავისუფლებს. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. კომპანიის განცხადებით, შექმნილი კრიზისული სიტუაციის გამო ისინი იძულებულები არიან თანამშრომლები სამსახურიდან იქამდე გაანთავისუფლონ, სანამ ავიარეისები ჩვეულ რიტმს არ დაუბრუნდება. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ავიაკომპანიას სულ 60 000 თანამშრომელი ჰყავს. საჰაერო ტრანპორტის საერთასორისო ასოციალციის განცხადებით, პანდემიის გამო მიმდიანარე წელს ავიაკომპანიები საერთო ჯამში 84 მილიარდ აშშ დოლარს დაკარგავენ და იძულებულები გახდებიან 1 მილიონზე მეტი ადამიანი სამსახურიდან გაუშვან.