2020 წლის 21 მარტიდან ნოემბრის ჩათვლით, პანდემიის გამო დადგენილი შეზღუდვების დარღვევისთვის 39 187 ჯარიმა დაიწერა, საიდანაც 31 016 პირბადის ტარების წესის დარღვევას უკავშირდება, 1428 კი იზოლაციის და კარანტინის წესების დარღვევას.
მაისიდან ნოემბრის ჩათვლით, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებით დაწესებული მოთხოვნების დარღვევისთვის, კერძოდ კი იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევის 1284 ფაქტი, ხოლო პიბადის ტარების წესის 29 166 დარღვევის ფაქტი დაფიქსირდა.
რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი ჯარიმა თბილისში გამოიწერა, ჯარიმათა რაოდენობით თბილისს მოსდევს ქვემო ქართლი. ყველაზე ცოტა რაოდენობის ჯარიმა კი გურიის რეგიონში დაიწერა.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით გათვალისწინებული შეზღუდვების განმეორებით დარღვევის ფაქტზე გამოძიება 227 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო.