იახტების მწარმოებელმა კომპანია Azimut Yachts-მა პანდემიის პერიოდში საქართველოში 7 იახტა გაყიდა. მაშინ, როცა გასულ წელს, საქართველოში მხოლოდ 2 იახტა გაიყიდა.
როგორც Azimut Yachts საქართველოს წარმომადგენლობაში "ბიზნესპერესნიუსს“ განუცხადეს, 2021 წლის გაზაფხულისთვის კიდევ 3 იახტაა შეკვეთილი. Azimut Yachts-ს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თქმით, გაყიდული იახტების ფასი 130 ათასი დოლარიდან 1 მილიონ დოლარამდე მერყეობს.
ცნობისთვის, Azimut Yachts იტალიური იახტების მწარმოებელი კომპანიაა, რომლის ფილიალი საქართველოში უკვე 2 წელია არსებობს. იტალიაში აწყობილი იახტები კომპანიას საქართველოში ჩამოაქვს და რეალიზაციას ახდენს.