კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოში ეკონომიკის დარგების უმეტესობა რადიკალურად შეცვალა, რამაც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე საკმაოდ დიდი გავლენა იქონია.BBC-ის ინფორმაციით, პანდემიამ ასევე მნიშვნელოვნად შეცვალა მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქალაქების რეიტინგი. წლევანდელი მონაცემების მიხედვით, ყველაზე ძვირ ქალაქებად ჰონგ-კონგი, ციურიხი და პარიზი სახელდება.
ამასთან, ქალაქები - სინგაპური და ოსაკა, რომლებიც გასულ წელს სიძვირით ჰონგ-კონგს უტოლდებოდნენ, წელს მას ბევრად „ჩამორჩებიან“. აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში სინგაპური საცხოვრებლად მსოფლიოში ყველაზე ძვირ ქალაქად სახელდებოდა, წელს კი მე-4 პოზიციაზე გადაინაცვლა. The Economist Intelligence Unit-ის მიხედვით, სინგაპურში ფასების მკვეთრი ვარდნა ქვეყნიდან უცხოელი ბიზნესმენების გადინებამ განაპირობა.
გამოცემის ინფორმაციით, 2020 წლის განმავლობაში ჩინეთის დიდ ქალაქებში ცხოვრება გაცილებით უფრო ძვირი გახდა, ევროპასა და შეერთებულ შტატებში კი პირიქით, ფასები მკვეთრად დაეცა.