მთავრობის მეთაურმა მოუწოდა მოქალაქეებს, 31 ოქტომბერს გააკეთონ თავიანთი არჩევანი, რადგან, პრემიერის თქმით, ეს არის თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავლის წინაშე. მისი თქმით, საარჩევნო უბანზე ვირუსის გავრცელების რისკი მინიმუმამდე იქნება დაყვანილი და გათვალისიწნებული იქნება ყველა ის წესი, რომელიც რეკომენდირებულია ეპიდემიოლოგების მიერ. პრემიერი ამბობს, რომ ზოგიერთ სავაჭრო ცენტრში ვიზიტი შეიძლება ბევრად უფრო მაღალი რისკის შემცვლელი იყოს, ვიდრე ხმის მიცემის პროცედურის გავლა.