სარეკლამო კომპანია "პანდა" ეხმაურება Facebook-ის მიერ გამოქვეყნებულ იმ განცხადებას, რომელშიც სოციალურმა ქსელმა განაცხადა, რომ წაშალა საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით გვერდი, ანგარიში და ჯგუფი. Facebook-ის განცხადებაში მოხსენიებული იყო სარეკლამო კომპანია "პანდა".
"მიუხედავად იმისა, რომ ამ ანგარიშების უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ, დაეფარათ თავიანთი იდენტობა და კოორდინირებული მუშაობა, ჩვენი გამოძიებით ეს აქტივობები საქართველოში მოქმედ სარეკლამო კომპანია „პანდასა“ და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უკავშირდება,"- აღნიშნულია განცხადებაში", - ნათქვამი იყო Facebook-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
"პანდა" ადასტურებს Facebook-ის რამდენიმე ბრალდებას, თუმცა უარყოფს "ატლანტიკური საბჭოს" ციფრული კრიმინალისტიკის ლაბორატორიის კვლევას და ამ კვლევის შესახებ ქართულ მედიაში გავრცელებულ აქცენტებს.
Facebook-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ მოძრაობა "შეცვალეს" წარმომადგენლებმა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. მოძრაობის წევრებს სიმბოლურად პანდის ნიღბები ეკეთათ და ამით მუსიკალურ ჯგუფ "პანდას" მიერ სოციალურ ქსელ "facebook"-ში ყალბი გვერდების მართვა გააპროტესტებს.