ბევრმა შესაძლოა არ იცის, რომ ველურ ბუნებაშ პანდას 2 სახეობა დიდი და პატარა პანდა არსებობს. მეცნიერების დასკვნით, დიდი პანდა დათვისებრთა ოჯახს ეკუთვნის, პატარა კი ძარლისებრთა წარმომადგენელია. სპეციალისტები დიდხანს ვერ შეთანხმდნენ დათვისა თუ ენოტის ოჯახში ჩაეწერათ დიდი პანდა და ის წლების განმავლობაში ითვლებოდა ენოტისებრთა წევრად. თუმცა მრავალრიცხოვანმა, მათ შორის გენეტიკურმა ტესტებმა დაადგინა, რომ პანდას უფრო მეტი ქონდა დათვთან საერთო, ვიდრე ენოტთან.მართალია შავ-თეთრ ქურქში გამოწყობილი პანდა მტაცებელია, მაგრამ ის ცხოველთა სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ჩუმი და უბოროტო არსებაა. ის ერთის მხრივ ველური ბუნების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ემბლემა, მეორეს მხრივ კი ჩინეთის ნაციონალურ მონაპოვრად ითვლება. პანდა, ანუ ბეიშუნგი, რაც ჩინურად თეთრ დათვს ნიშნავს, უძველეს დროში მშვიდობისა და მეგობრობის სიმბოლო იყო. დღეს კი ისე პატივცემული და დაფასებული ცხოველია სამშობლოში, რომ მასზე ნადირობა სიკვდილთ ისჯება. მიუხედავად მრავალმხრივი ყურადღებისა, რომელსაც პანდას მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციები იჩენენ, მას მაინც გადაშენების საფრთხე ემუქრება. ამის მიზეზი კი ადამიანი, რადგან ბამბუკის დათვს სხვა მტრები არ ყავს.