"პანასონიკი" 100 წლისაა. იუბილესთან დაკავშირებით, კომპანიამ, თბილისში, პრემიუმ კლასის დამატებითი სერვის ცენტრი გახსნა, რომელიც პანასონიკის პროდუქციის მომხმარებელს მაქსიმალურად კომფორტულ და ხარისხიან მომსახურებას სთავაზობს. „ვესტ სერვის პლუსი“ ქართულ ბაზარზე 15 წელია ოპერირებს, კომპანია პანასონიკთან კი 2013 წლიდან თანამშრომლობს. სერვის ცენტრმა, პანასონიკისგან, წელს პირველად მიიღო პრემიუმ სტატუსი, ამის შესახებ გადაწყვეტილება პანასონიკის რეგიონულ სათავო ოფისში მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ ქართულ ბაზარზე, პანასონიკის პროდუქციაზე მომხმარებლის მოთხოვნილება, ყოველწლიურად, დინამიურად იზრდება. სწორედ ამიტომ, უახლოეს მომავალში დაგეგმილია სერვის ცენტრის გაფართოება როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონის მასშტაბით.