პანამის დროშით მცურავი გემი საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების გამო 65 ათასი ლარით დააჯარიმდა. გემმა ზღვა ნავთობის შემცველი წყლებით დააბინძურა. დაკისრებული საჯარიმო სანქციების გადახდის შემდეგ, გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.