03:11
21 ოქტომბერი, 2021, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
პანამის არხმა გამტარუნარიანობის ახალი რეკორდი დაამყარა
13-10-2021

პანამის არხმა ერთი ფინანსური წლის განმავლობაში გატარებული ტვირთის ჯამური ოდენობის მიხედვით ახალი რეკორდი დაამყარა. ამის შესახებ სააგენტო Prensa Latina წერს.

გამოცემის, მონაცემებით 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის სექტემბრის ჩათვლით პანამის არხზე სულ ცოტა 500 მილიონი ტონა ტვირთმა გაიარა. ერთი წლით ადრე, მიუხედავად მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პროგნოზისა, რომ 7,2%-ით შემცირდებოდა მსოფლიო ვაჭრობა და შედეგად არხის საშუალებით ტრანზიტი 10%-ით დაიკლებდა, ოკეანეთშორისმა მაგისტრალმა 475 მილიონი ტონა ტვირთი გაატარა.

აღსანიშნავია, რომ პანამის არხის გახსნილი იყო იმ დროსაც კი, როცა ქვეყნის ეკონომიკა სრულ ლოქდაუნში იყო კორონავირუსის პანდემიის გამო.

ცნობისთვის, 1999 წელს ამ არხის ქვეყნისთვის გადაცემის შემდეგ პანამის არხმა პანამის ეკონომიკას 18 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოუტანა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები