"საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამის" კონკურსში გამარჯვებულმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსმა" ამერიკის შეერთებული შტატების მედიაორგანიზაციის წარმომადგენლებს ერთი კვირის განმავლობაში უმასპინძლა. სტუმრები ადგილზე გაეცნენ ქართველი კოლეგების მუშაობის სტილს, ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და ჩაატარეს პრაქტიკული ტრენინგები. საპასუხოდ, "პალიტრანიუსის" გუნდმა უცხოელ კოლეგებს მედია სივრცეში მუშაობის გამოცდილება გაუზიარა. როგორც უცხოელმა სტუმრებმა აღნიშნეს, "პალიტრა მედიაში" მაღალ დონეზეა განვითარებული ციფრული და ვებ მიმართულება, ხოლო მათ ამ საკითხში ნაკლები გამოცდილება აქვთ და განსაკუთრებით ამ სფეროში გაიგეს ბევრი რამ პალიტრანიუსის გუნდისაგან.