“პალიტრანიუსი" 5 წლისაა! - ახალი ამბების ტელევიზია უწყვეტ რეჟიმში უკვე 5 წელია მაუწყებლობს.
ეს არის ტელევიზია ადამიანებისთვის, ვისთვისაც ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაცია მნიშვნელოვანია. "პალიტრანიუსი" მაყურებელს მრავალფეროვან საეთერო ბადეს და საათში ერთხელ განახლებულ საინფორმაციო გამოშვებას სთავაზობს. ტელევიზიის ეთერში თქვენ ნახავთ ინოვაციური ფორმატის გადაცემებსა და მთავარ პოლიტიკურ თოქ-შოუს, ასევე მრავალფეროვან და საინტერესო რუბრიკებს კულტურის, ეკონომიკის, გართობის, ტექნოლოგიების და საინტერესო ფაქტების შესახებ.
"პალიტრანიუსი", როცა დრო მნიშვნელოვანია!