„პალიტრა L“-ის პროექტი „ლიბერთინსი“ 3 წლის გახდა. საიუბილეო თარიღი „ლიბერთინსის“ წევრებმა და ახლგაზრდა მკითხველებმა „ესპო ჯორჯიას“ საგამოფენი სივრცეში საზეიმო ვითარებაში აღნიშნეს. ღონისძიების ორგანიზატორებმა თინეიჯერ მკითხველებს უამრავი სიურპრიზი მოუწყვეს. „ლიბერთინსის“ დაბადების დღეზე მისულ მკითხველებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ გასართობ და შემეცნებით შეჯიბრებებში.