უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემოსვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა. კოლხეთის ეროვნული პარკის ბუფერულ ზონაში, პალიასტომის ტბის მიმდებარედ, მონადირეთა 4კაციანი ჯგუფი, მოტორიანი ნავით გადაადგილდებოდა და ე.წ. მანოკის გამოყენებით ნადირობდა. მათ 4 ერთეული თოფი, 10 მოკლული იხვი, 14 ერთეული ფიტული ჩამოერთვათ. შედგა შესაბამისი აქტი, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებს გადაეცა.