პაკისტანში შეიარაღებულმა პირებმა ოთხი პოლიციელი მოკლეს. შემთხვევა ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქალაქ, კარაჩიში მოხდა. რამადანის დასრულების შემდეგ პოლიციელები სასაუზმესთან მივიდნენ, სადაც სალაროსთან თავის რიგს ელოდებოდნენ, რა დროსაც მოტოციკლით სამი ნიღბიანი მამაკაცი გამოჩნდა, და სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნეს. მანამდე კი - ქალაქ ქუეტაში თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა, რასაც 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ჯერ-ჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.