პაკისტანში შეიარაღებული პირები საფონდო ბირჟას თავს დაესხნენ, არის მსხვერპლიც - Palitra News

პაკისტანში შეიარაღებული პირები საფონდო ბირჟას თავს დაესხნენ, არის მსხვერპლიც

2020-06-29 12:09:46+04:00

პაკისტანის ქალაქ კარაჩიში შეიარაღებული პირები საფონდო ბირჟას დაესხნენ თავს. ოთხმა შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა შენობის შესასვლელი ააფეთქა და შენობაში შეიჭრა.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ყველა თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. ხელისუფლების ცნობით, დაღუპულია კიდევ ორი ადამიანი. შენობაში, საფონდო ბირჟის გარდა, კერძო ბანკების სათაო ოფისებია განლაგებული.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არც-ერთ დაჯგუფებას არ აუღია.