პაკისტანში საწვავი ტანკერის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 160-ს მიაღწია. ამის შესახებ დასავლური მედია იუწყება. როგორც ცნობილი გახდა, 50-ზე მეტი ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. შეგახსენებთ, აფეთქება, პენჯაბის პროვინციაში იმ დროს მოხდა, როდესაც ამოყირავებული ცისტერნიდან დაღვრილ საწვავს მოსახლეობა აგროვებდა. სამართალდამცველების ვარაუდით შემთხვევა ანთებულმა სიგარეტმა გამოიწვია. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ზოგიერთი ცხედრის იდენტიფიცირება შეუძლებელი გახდა.