პაკისტანში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 107 ადამიანი იმყოფებოდა, პაკისტანის ქალაქ ყარაჩიში, საცხოვრებელ ზონაში ჩამოვარდა.
ქვეყნის ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, თვითმფრინავში მყოფ პირებს შორის 99 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იყო. ავიაკატასტროფის შემდეგ თვითმფრინავში ხანძარი გაჩნდა. მეხანძრეები მის ჩაქრობას ამ წუთებშიც ცდილობენ.
პირველადი ინფორმაციით, ავიაკატასტროფას თვითმფრინავში მყოფი თითოეული მგზავრი ემსხვერპლა. ინციდენტის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.